Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 07/02/2025 - 21/02/2025

საქართველოს ბანკის“ რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სამსახური აცხადებს ვაკანსიას რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების შეფასება და ანალიზი;

მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოდელების განახლება და ანალიზი;

IFRS9 და ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

სცენარული ანალიზი, რეზერვებზე შესაძლო გავლენის შესაფასებლად;

სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან პრეზენტაცია;

სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან რეპორტინგი და რეზერვების ადეკვატურობის დასაბუთება;

დარეზერვებაში გამოყენებული მონაცემების ხარისხის მუდმივი კონტროლი;

საკრედიტო რისკის მიმართულებებთან კოორდინაცია კლიენტების ვალდებულებების სწორი IFRS კლასიფიკაციისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით ან ბაკალავრის III/IV კურსის სტუდენტი ამავე მიმართულებებით.

  

ცოდნა და უნარები:

სტატისტიკური ანალიზის და მოდელირების უნარი

მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;

რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების ცოდნა;

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

გუნდურად მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 21 თებერვალი, 2025.